ზურაბ აბაშიძე: ანაკლიის კურორტი აღარ იარსებებს

„ანაკლიის კურორტი აღარ იარსებებს, თუ იქ ნაპირსამაგრი სამუშაოები არ ჩატარდა“, – ამის შესახებ პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც ტურიზმის განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვაზეა საუბარი, პირველ რიგში ანაკლიის კურორტს უნდა მიეხედოს.
„ანაკლიაში გახლდით და მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ მძიმე ვითარებაა იქ. ნაპირსამაგრი სამუშაოები დროზე თუ არ ჩატარდა, თუ არ გამაგრდა სანაპირო, მე გეტყვით რომ ეს კურორტი აღარ იარსებებს. მიტოვებულია სრულიად.

ტურიზმის განვითარებაზე, რომ ვსაუბრობთ და ინვესტიციების მოზიდვაზე, სწორედ ეს არის პირველ რიგში გასატარებელი. დროულად უნდა მიექციოს ყურადღება, რათა შემდეგ წელს კურორტი კვლავ ფუნქციონირებდეს”, – განაცხადა აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები