საქართველო – ირლანდიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება იგეგმება

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ირლანდიის პარლამენტის სენატორს, ჰილდეგარდ ნაუტონს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოსა და ირლანდიას შორის აგრარული მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
როგორც ნოდარ კერესელიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება. მისი თქმით, ირლანდიასთან მოლაპარაკებების დაწყება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) ქართული პროდუქცისთვის ევროპის ბაზარი გახსნილია, შესაბამისად, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი პროდუქციის გასაღების ბაზრები გაზარდონ და ევროპელ პარტნიორებთან ერთობლივი პროექტები განხორციელონ. შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები