ლადო ჭანტურია: ინვესტიციების კუთხით საელჩოებში მუშაობა გასააქტიურებელია

“ინვესტიციების საკითხთან დაკავშირებით გერმანიასთან სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს”,-ამის შესახებ გერმანიაში საქართველოს ელჩმა ლადო ჭანტურიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყნისთვის აუცილებელია ახალი ინვესტიციების მოზიდვა.
„ჩვენ გერმანიასთან ამ საკითხზე სერიოზულად ვმუშაობთ, მაგალითად, გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით მომავალი წლიდან დაიწყება ქართველი მენეჯერების მომზადება გერმანიის ბაზრისთვის.
ეს ნიშნავს იმას, რომ შეიქმნება ახალი შესაძლებლობები ეკონომიკური თანამშრომლობისთვის.
ასევე ბევრ გერმანელ ინვესტორს გააცნობს საქართველოს, ბევრ მეწარმეს მისცემს შესაძლებლობას, დაბანდებები განახორციელონ საქართველოში. ამ თვალსაზრისით, ჩვენ იმედიანად ვუყურებთ გერმანიასთან თანამშრომლობას“,-განაცხადა ლადო ჭანტურიამ და დასძინა, რომ ინვესტიციების კუთხით საელჩოებში მუშაობა გასააქტიურებელია.
ელჩის ინიციტივით, უნდა შეიქმნას სპეციალური განყოფილებებიც, რომლებიც ეკონომიკურ პროექტებზე იმუშავებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები