ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა გავააქტიუროთ ურთიერთობა მთავრობასა და ელჩებს შორის

მე მინდა გავააქტიუროთ ურთიერთობა მთავრობასა და ელჩებს შორის – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს დღეს ამბასადორიალის გახსნის შემდეგ განუცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აუცილებელია, ელჩებმა საქართველოში განხორციელებული რეფორმირების წარმოჩინების კუთხით მათი ჩართულობის მნიშვნელობა გაიაზრონ.
“ჩემთვის მნიშვნელოვანია, ერთობლივად დავსახოთ სამოქმედო გეგმები, ვისაუბროთ იმ ნაკლოვანებებზე და ჩავარდნებზე, რომელიც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო. მე მინდა გავააქტიუროთ ურთიერთობა მთავრობასა და ელჩებს შორის. მე მესმის ის როლი და ფუნქცია, რომელიც ჩვენს ელჩებს აკისრია და საჭიროა ამ პოტენციალის სრულად გამოყენება, მათი კავშირების გააქტიურება იმისთვის, რომ მეტი ინვესტიციები მოვიზიდოთ. გზავნილი, რომელიც გუშინ ჩვენ გავუშვით გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნით, არის ის, რომ ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმ ეკონომიკური პოტენციალის წარმოჩენას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს, ინვესტიციების მოზიდვას უცხო ქვეყნებიდან, ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს გადაადგილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უწყების გააქტიურებას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები