გიორგი კვირიკაშვილი უწყებაში მნიშვნელოვან საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს

საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უწყებაში მნიშვნელოვან საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს.
როგორც ჟურნალისტებს მინისტრმა განუცხადა, სამინისტროში საკადრო ცვლილებებს მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდება.
“საგარეო უწყებაში მუშაობენ პროფესიონალები და წლების განმავლობაში ყალიბდებიან ასეთებად. ამიტომ, მე მაქსიმალური სიფრთხილით მოვეკიდები იმას, რომ მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები გავაკეთო. თუმცა, ბუნებრივია, რომ რაღაც საკადრო ცვლილებები იქნება”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები