“ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის ურთიერთობები და პრაგმატული დამოკიდებულება, რომელიც შევიმუშავეთ რუსეთთან ურთიერთობის მიმართულებით”

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის ურთიერთობები და პრაგმატული დამოკიდებულება, რომელიც შევიმუშავეთ რუსეთთან ურთიერთობის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის შეფასებით, აღნიშნული პოლიტიკა საქართველოს სტაბილურობას ზრდის, რის გამოც ხელისუფლებამ რუსეთთან ეს დამოკიდებულება არ უნდა შეცვალოს.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის ურთიერთობები და პრაგმატული დამოკიდებულება, რომელიც შევიმუშავეთ რუსეთთან ურთიერთობის მიმართულებით. ამით, რა თქმა უნდა, ხელი შევუწყეთ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის გაზრდას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მთავრობამ, ზოგადად ხელისუფლებამ შევინარჩუნოთ და გავაგრძელოთ ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელსაც ვახორციელებთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან და მათ შორის რუსეთთან, ვინაიდან მიმაჩნია, რომ მშვიდობიან დიალოგს და პრაგმატულ პოლიტიკას არ აქვს ალტერნატივა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა საქართველოს სხვა მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩვენს ქვეყანას როგორც აზერბაიჯანთან, ისე თურქეთთან და სომხეთთან მჭიდრო თანამშრომლობა აქვს. მისივე თქმით, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, მათ შორის არაღიარების პოლიტიკის გატარება.

“ჩვენ განსაკუთრებული აქცენტი უნდა გავაკეთოთ იმ ერთობლივ ენერგოპროექტებზე, რომლებსაც აზერბაიჯანთან ერთად ვახორციელებთ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, მათ შორის არაღიარების პოლიტიკის გატარება, რაშიც თქვენ, ელჩებს განსაკუთრებული მისია გაქვთ”, – მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ დიპლომატებს ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები