ზურაბ აბაშიძე: გიორგი კვირიკაშვილი ძალიან კარგად წარუძღვება თავის ახალ საქმიანობას

პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე საგარეო საქმეთა ახალი მინისტრის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ გიორგი კვირიკაშვილი ძალიან კარგად წარუძღვება ახალ საქმიანობას.
“შარშან გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების თვალსაზრისით. მომავალ წელს გვექნება სერიოზული პროგრესი ვიზა- ლიბერალიზაციის კუთხით, ამავე დროს ვცდილობთ, რომ ზედმეტ კონფროტაციაში არ შევიდეთ რუსეთთან, გავაგრძელოთ დიალოგი და რა საკითხების მოგვარებაც შეიძლება, მოვაგვაროთ. ჯერჯერობით ნორმალურად მივდივართ, გვაქვს სრული მხარდაჭერა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ და თამარ ბერუჩაშვილის გათავისუფლების ფაქტს გამოეხმაურა. აბაშიძის თქმით, ბერუჩაშვილმა ძალიან კარგად იმუშავა, მას აქვს დიდი გამცდილება და ამ გამოცდილებას მომავალშიც გამოიყენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები