დიმიტრი ქუმსიშვილი: ელჩებს ვთხოვთ, მაქსიმალურად მოგვეხმარონ უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში

ჩვენ ვთხოვთ ჩვენს ელჩებს, მაქსიმალურად გვერდში დაგვიდგნენ და მაქსიმალურად მოგვეხმარონ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ამბასადორიალის გახსნამდე საქართველოს ეკონომიკის ახალმა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა. დიმიტრი ქუმსიშვილმა “ამბასადორიალის” მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ძალიან კარგი ტრადიციაა, როდესაც ელჩები და მაღალი რანგის ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველი წლის სექტემბრის დასაწყისში ამბასადორიალზე იკრიბებიან. “ეს არის შესაძლებლობა, როდესაც ვაცნობთ ჩვენს ელჩებს იმ ეკონომიკურ კურსს, რაც ქვეყანაშია, ასევე იმ საინვესტიციო პოტენციალს და ახალ პროექტებს, რომელზეც ქვეყნის ხელისუფლება მუშაობს. ვთხოვთ ჩვენს ელჩებს, რომ მაქსიმალურად გვერდში დაგვიდგნენ და მოგვეხმარონ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში და საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის,”-განაცხადა ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები