თბილისში 2-4 სექტემბერს „ამბასადორიალი-2015“ გაიმართება

2015 წლის 2-4 სექტემბერს თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა – „ამბასადორიალი-2015“ გაიმართება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2 სექტემბერს ამბასადორიალი ოფიციალურად გაიხსნება, ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი მიმართავენ. ამბასადორიალის გახსნის ცერემონიას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები დაესწრებიან.

3-4 სექტემბერს ამბასადორიალის სამუშაო სესიებში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, ასევე სხვადასხვა საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები. გაიმართება შეხვედრა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.
ამბასადორიალის მონაწილეებს საპატიო სტუმრის სტატუსით სიტყვით მიმართავს საქართველოში ვიზიტად მყოფი ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
2015 წლის ამბასადორიალზე გაიმართება მსჯელობა ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე და ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე, ასევე შეფასდება დიპლომატიური სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობა და განისაზღვრება მომდევნო წლის საქმიანობის პრიორიტეტები.

„ამბასადორიალი 2015“-ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ფესტივალ “ღამის სერენადებთან” ერთად, საქველმოქმედო საღამოს უმასპინძლებს, რომლის ფარგლებშიც უწყება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ ახალგაზრდებს უმასპინძლებს.

„ამბასადორიალი 2015“-ის ფარგლებში ტრადიციულად გაიმართება სპეციალური პროგრამა ელჩების მეუღლეებისათის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები