თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია “თელასის”ცნობით, გლდანისა და ნაძალადევის რაიონებში გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, მუხიანის II, IV მიკრორაიონების და გობრონიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კლდეკარის, ლაითურის, ხერთვისის, სუვოროვის, ლამისყანის და წერონისის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრის, სამხედრო გზატკეცილის, სოფელ დიღმის, დიდი დიღმის I მიკრორიოანის, მიხეილ ჭიაურელის, მეფე მირიანის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის და სამგორის რაიონებში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველოს დასახლების I, II ქუჩების და კალოუბნის ქუჩის მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამტრედიის ქუჩის მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგებაშვილის, გუნიას, ბელინსკის, ჭოველიძის, ჩიტაძის, ბერიძის, ჩაიკოვსკის, ჭონქაძის და ინგოროყვას ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ თელეთის, გორგასლის და გუნიას ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები