კობიაშვილს ფედერაციის შენობასთან ბევრი გულშემატკივარი დახვდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შენობასთან გულშემატკივართა სიმრავლე იყო. ლევან კობიაშვილის მხარდასაჭერად იქ ასეულობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც მას ბანერებითა და შეძახილებით ამხნევებდნენ. დღეს ფედერაციაში კობიაშვილმა საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატურა წარადგინა და დაარეგისტრირა.

დავით კოპალიანი, გულშემატკივარი: „ქართულ ფეხბურთში დღეს ყოვლად მიუღებელი სიტუაციაა. მდგომარეობა სასწრაფო გამოსწორებას საჭიროებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხვალ ფეხბურთი აღარ გვექნება. ლევან კობიაშვილი ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს საიმისოდ, რომ ქართულ ფეხბურთს სათავეში ჩაუდგეს. მჯერა, რომ იგი საკუთარი წესიერებითა და პროფესიონალიზმით საქმეს ღირსეულად გაუძღვება“.

ზურაბ გრძელიძე, გულშემატკივარი: „აქ მოვედით ის ხალხი, რომლებსაც გული გვტკივა მომაკვდავი ქართული ფეხბურთის გამო. რევაზ არველაძეს საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის მორალური უფლებაც არ აქვს, რადგან სამი პრეზიდენტის დროს ფედერაციაში მეორე-მესამე კაცი იყო და ქართული ფეხბურთის დანგრევაში აქტიური თანამონაწილეობა მიიღო. მოვედით იმიტომ, რომ გვჯერა, ფეხბურთს ლევან კობიაშვილი დაგვუბრუნებს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები