რევაზ არველაძე: ჩემი ოცნებაა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 2020 წელს ევროპის ჩემპიონატზე მოხვდეს

“განვითარება წარმატების გზით” – ამ შინაარსის ლოზუნგით წარსდგა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი რევაზ არველაძე სასტუმრო “რედისონში” გამართულ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე.

არველაძემ ისაუბრა იმ დაპირებებსა და პროექტებზე, რომლის განხორციელებასაც ის პრეზიდენტობის შემთხვევაში აპირებს.

მისი თქმით, პროგრამა მოიცავს ყველა იმ საკითხს, რომელიც აუცილებელია ფეხბურთის განვითარებისთვის და მას ამისთვის საკმარისი გამოცდილება გააჩნია.

„თუ ფეხბურთის ფედერციის პრეზიდენტი გავხდები, ჩვენ უნდა განვვითარდეთ და პარალელურად გვქონდეს წარმატება. არ შეიძლება ჩემი ბიოგრაფიის და გვარის ადამიანი იყოს ორიენტირებული მარტო იმაზე, რომ ჰქონდეს ძლიერი ორგანიზაცია, იყოს მასობრივი, ვისაუბროთ მხოლოდ განვითარებაზე, განათლებაზე. ეს ყველაფერი აუცილებელია და ამ ყველაფერს მოაქვს შედეგი. შედეგი არის ჩვენი მთავარი მიზანი. ეს არის სპორტი, ჩემი ოცნებაა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 2020 წელს მოხვდეს ევროპის ჩემპიონატზე. ამისათვის არაფერს დავიშურებ. ამას სჭირდება ძლიერი მასოვრივი ფეხბურთი, ძლიერი საბავშვო ფეხბურთი, ძლიერი ჩემპიონატი, ტელევიზიით, სახელმწიფოს დახმარებით, ძლიერი ინფრასტრუქტურით, განათლებული კადრები, ბევრი ცოდნა და განვითარება, ძლიერი მენეჯმენტი კლუბებშიც და ნაკრებშიც და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, განვითარება და წინსვლა იმისათვის, რომ გვქონდეს შედეგი. წარმატებას მოყავს ხალხი სტადიონზე, ფეხბურთელები ფეხბურთზე და წარმატება არის ყველაზე დიდი დღესასწაული, რაც შეიძლება სპორტის ამ სახეობამ მოუტანოს თავის ქვეყანას”, – განაცხადა არველაძემ.

რაც შეეხება კითხვას, თუ ვის მიიჩნევს ის მთავარ კონკურენტად, როგორც არველაძემ განაცხადა, მისთვის ყველა ღირსეული კონკურენტია.

დღევანდელ პრეზენტაციას ესწრებოდნენ ძმები არველაძეები, ფეხბურთის სპეციალისტები, ყოფილი ფეხბურთელები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, ბიზნესმენები, პოლიტიკოსები და სხვები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები