SOCAR Georgia Gas-ი კომერციული მომხმარებლების ნაწილისთვის ბუნებრივი გაზის ფასის ცვლილებებზე განცხადებას ავრცელებს

1 ოქტომბრიდან SOCAR Georgia Gasს-ის ყველა კატეგორიის კომერციულ მომხმარებლებზე, მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი 1 კუბ.მეტრზე 84 თეთრის ოდენობით განისაზღვრება, – ამის შესახებ კომპანია SOCAR Georgia Gas-ი განცხადებას ავრცელებს.
“კომერციულ სექტორში ბუნებრივი გაზის ფასის გაერთიანების მიზნით, კომერციული მომხმარებლებისთვის მათი კორექტირების აუცილებლობა დღის წესრიგში დადგა. მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან SOCAR Georgia Gas-ის ყველა კატეგორიის კომერციულ მომხმარებლებზე, მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი 1 კუბ.მეტრზე განისაზღვრება 84 თეთრის ოდენობით, დღგ-ის ჩათვლით. ახალი სატარიფო პოლიტიკით, ცვლილება შეეხებათ მხოლოდ იმ აბონენტებს, რომლებსაც არსებული ხელშეკრულებებით ტარიფი 84 თეთრზე ნაკლები ჰქონდათ. კომპანიის გადაწყვეტილებით, პურის ქარხნებისთვის, ასევე საბიუჯეტო და საეკლესიო ორგანიზაციებისთვის ტარიფი უცვლელი დარჩება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები