ფოთში სატვირთო ავტომობილი გაზის მილს შეეჯახა

ფოთში, მდინარე რიონის ხიდზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სატვირთო ავტომობილი გაზის მილს შეეჯახა, შეჯახების შედეგად ავტომობილიც და გაზის მილიც მნიშვნელოვნად დაზიანდა. აღნიშნულის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულნი არიან სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და დაზიანებული გაზის მილის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
უსაფრთოხების დაცვის მიზნით საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ფოთში შესასვლელი გზა ორმხრივად გადაკეტეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, შეჯახების გამო სატვირთო ავტომობილის მძღოლი ადმინისტრაციული წესით – 250 ლარით დაჯარიმდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები