განათლების სამინისტროსთან აბიტურიენტები პროტესტს განაგრძობენ

განათლების სამინისტროსთან აბიტურიენტთა მცირე ნაწილმა მეორადი ჩარიცხვების დაშვების მოთხოვნით მთელი ღამე გაათენა.
ახალგაზრდები უწყებასთან გუშინ მთელი დღის განმავლობაში მართავდნენ აქციას.
მათ ის აბიტურიენტები არ უერთდებიან, რომლებმაც ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართეს. მათი თქმით, ისინი შეეცდებიან, ეს საკითხი მოლაპარკების გზით მოაგვარონ.
მეორად ჩარიცხვებს 700-მდე აბიტურიენტი ითხოვს. აბიტურიენტების პროტესტს გუშინ განათლების მინისტრი გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ მეორადი ჩარიცხვები არ აღდგება.
ცნობისთვის: 2015 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 700-მდე აბიტურიენტმა საშუალოზე მეტი ქულა დააგროვა. მათ გადალახეს ზღვარი, თუმცა ვერ მოხვდნენ უმაღლეს სასწავლებლებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები