„ალის და ნინოს“ სკულპტურა აღადგინეს

“ალის და ნინოს” ქანდაკება ახალ კვარცხლბეკზე გადაიტანეს. 7-მეტრიანი სკულპტურის დაზიანებული მექანიზმის შეკეთება კი, სავარაუდოდ, რამდენიმე ხანში დასრულდება.
მოძრავი ქანდაკება ახალ კვარცხლბეკზე რამდენიმე მეტრის მოშორებით დაამონტაჟეს. ქანდაკების დემონტაჟი რამდენიმე დღის წინ დაიწყეს, რა დროსაც “ნინოს” სკულპტურა ბაგირის გაწყვეტის შედეგად დაზიანდა. ძეგლისთვის ადგილის შეცვლა მას შემდეგ გადაწყდა, რაც, ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, ზღვის წყალი მის ფუნდამენტს აზიანებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები