სახალხო დაცვის რაზმების დაღუპული მოსამსახურეების ოჯახებს შესაძლოა, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება მიეცეთ

საქართველოს პარლამენტში ფრაქცია ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმი” ინიციატივით გამოვიდა და პარლამენტს “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ” კანონში ცვლილების შეტანა შესთავაზა.
ცვლილების მიხედვით კი, საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების პერიოდში დაღუპულთა სია სახალხო დაცვის რაზმების დაღუპული მოსამსახურეების შემატებით ფართოვდება.
შესაბამისად, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სახალხო დაცვის რაზმების დაღუპული მოსამსახურეების ოჯახებს სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება ექნებათ. რაც გულისხმობს, ასეთი ოჯახებითვის “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” კანონით განსაზღვრული ყოველთვიური კომპენსაციის გაცემას.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტი ფრაქცია “ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმის” ინიციატივის შესახებ ხვალ იმსჯელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები