დავით უსუფაშვილი ტელეკომანია” იმედზე” გადაცემების დახურვას გამოეხმაურა (ვიდეო)

ყველა ტელეკომპანიამ დამოუკიდებლად გადაწყვიტოს თავისი პოლიტიკა არ ჰკითხოს არავის როცა ახალ თოქ-შოუს ხსნის, ან რომელიმე თოქ-შოუს ხურავს, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ტელეკომპანია “იმედზე” ორი თოქ-შოუს დახურვის ფაქტს.
როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ საკითხებზე დებატები მეტი უნდა იყოს, ვიდრე ნაკლები, შესაბამისად პოლიტიკური თოქ-შოუებიც. “მიმაჩნია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყველა ტელეარხმა არა თუ შეამციროს პოლიტიკურ საკითხებზე დებატები, არამედ გაზარდოს. მაგრამ რომელი გადაცემა რა ფორმატით გაკეთდება, ამაზე ტელეკომპანიები თავად უნდა ჩამოყალიბდნენ”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები