ლევან კობიაშვილი: ჩვენ ვიმუშავებთ გუნდურობის პრინციპით

1 სექტემბერს ლევან კობიაშვილი ოფიციალურად დაარეგისტრირებს საკუთარ კანდიდატურას. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის ბრძოლა კი მან უკვე დაიწყო.
სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბებს უმასპინძლა. შეხვედრაზე კობიაშვილმა კლუბების წარმომადგენლებს საკუთარი პროგრამა გააცნო და საკლუბო ფეხბურთის განვითარების გზებზე ისაუბრა.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა, რადგან პირველად დაფიქსირდა ასეთი მასშტაბური შეკრება, სადაც უმაღლესი და პირველი ლიგის საფეხბურთო კლუბები სრულად არიან წარმოდგენილნი. აქ ასევე არიან ხმის უფლების არმქონე კლუბები. ჩემთვის მნიშვნელოვანია საარჩევნო კამპანიის ამ შეხვედრით დაწყება. კლუბებს გავაცანი ჩემი ხედვა და სამოქმედო სტრატეგია, თუ როგორ ვგეგმავ ქართული ფეხბურთის განვითარებას. ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ეროვნული ჩემპიონატის განვითარების ხელშეწყობა. ამიტომ ვარ სრულიად გახსნილი და თითოეული აქ წარმოდგენილი მოსაზრება არის ღირებული და გასათვალისწინებელი. ჩვენ ვიმუშავებთ გუნდურობის პრინციპით და ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ კონკრეტული შედეგის მიღებას, რაც ქართული ფეხბურთის წინსვლას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა.
ლევან კობიაშვილის გარდა, პრეზიდენტობისთვის რევაზ არველაძე, მამუკა კვარაცხელია და მერაბ ჟორდანია იბრძოლებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები