შუალედური არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება
საქართველოს პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, შუალედური არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საგარეჯოსა და მარტვილის ოლქებში ჩატარდება.
ამასთან, როგორც მიქელაძემ აღნიშნა, კენჭისყრის პროცესი დმანისის, ვანის, ხობისა და საგარეჯოს ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში შედგება.
შუალედურ არჩევნებში კოალაცია „ქართული ოცნებისა“ და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატები იბრძოლებენ.