შშმ პირების ნამუშევართა გამოფენა საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე გაიმართება

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე გაიმართება, – ამის შესახებ „კვირას“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ხელშეკრულებას ხელი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და ქალთა კავშირის „რეა“ გამგეობის თავმჯდომარემ ელისო რეხვიაშვილმა მოაწერეს ხელი.

გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები გარემოს დაცვის სამინისტროს პროგრამებისა პროექტების განხორციელებაში შეძლებისდაგვარად მიიღებენ მონაწილეობას, რაც მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები