თიბილოვი საქართველოსთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას მოითხოვს

„საქართველო ყველა დაშვებული და დაუშვებელი მეთოდით ცდილობს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას თავი აარიდოს“. ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა რუსულ რადიოსადგურ „კომსომოლსკაია პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში. თიბილოვის განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან არანაირ მოლაპარაკებებზე არ წავა. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველომ 2008 წლისთვის ბოდიში უნდა მოიხადოს და გარანტიები მოგვცეს, რომ ეს არ განმეორდება. ამისთვის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაა აუცილებელი. თუ ის ხელმოწერილი არ იქნება, ჩვენ საქართველოსთან არანაირ ურთიერთობებზე, არანაის შეთანხმებებზე არ წავალთ. საქართველო არსებულ რეალობებს უნდა შეეგუოს და ჩვენი დამოუკიდებლობა აღიაროს. ამის შემდეგ კი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ნორმალური ფორმა უნდა დავაყმაროთ“, – განაცხადა თიბილოვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები