საერთაშორისო კოალიციამ „ისლამურ სახელმწიფოზე“ ავიადარტყმები 36-ჯერ განახორციელა

კოალიციამ აშშ-ს ხელმძღანელობით ერაყსა და სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე ავიადარტყმები განახორციელა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. ერაყში 31 ავიადარტყმის შედეგად განადგურებულია იარაღი, სატარნსპორტო საშუალებები, ასევე რამდენიმე ბოევიკი. ამასთან, ავიაციამ სირიაში რადიკალური ისლამისტების პოზიციებზე 5 ავიადარტყმა მიიტანა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ აშშ-მ და თურქეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვით ამერიკის შეიარაღებული ძალები „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციების დასაბომბად თურქეთის აეროდრომებს გამოიყენებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები