“სავალუტო ჯიხურებს რომ ჩავუვლი, ისე ვუყურებ აბრებს, როგორც კლასელის ბაბუის გასვენებაში ბაბუამისს ვაკვირდებოდით“

მწერალი, საქართველოს პარლამენტის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, ლარის კურსის მატებასთან დაკავშირებით ფეისბუქის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:
“სავალუტო ჯიხურებს რომ ჩავუვლი, უკვე ისე ვუყურებ აბრებს, როგორც რომ სკოლაში კლასელის ბაბუის გასვენებაში ბაბუამისს ვაკვირდებოდით წრის შემოვლისას – ნახევარი მზერით – შიშის და ინტერესის ნაზავით – თან რომ გინდა აარიდო და ვერ გამოდის“, – წერს გიორგი კეკელიძე.
ცნობისთვის, თბილისში, სავალუტო ჯიხურებში დოლარის ფასმა ლართან მიმართებაში 2.39 ლარს მიაღწია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები