„ჩვენ, მზე და ლურჯი ზღვა“ – ურეკში ქართული ესტრადის ახალგაზრდა მომღერლების მონაწილეობით გალაკონცერტი გაიმართა

დაბა ურეკში ქართული ესტრადის ახალგაზრდა მომღერლების მონაწილეობით გალაკონცერტი გაიმართა.
ადგილობრივი და უცხოელი დამსვენებლებისთვის ნინა სუბლატმა, სოფო ბედიამ, მებო ნუცუბიძემ, სოფო გელოვანმა და ნინი ბრეგვაძემ იმღერეს.
„მსგავს აქციას უკვე მეორედ ვატარებთ, ამით გამოვხატავთ ჩვენს პატივისცემას და დამოკიდებულებას იმ ტურისტების მიმართ, რომლებიც არჩევანს ურეკზე აკეთებენ. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ძალიან მალე ურეკი თანამედროვე სტანდარტების ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კურორტი გახდეს. ვმუშაობთ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, საკურორტო ზონის კეთილმოწყობაზე“, – აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.
ნინა სუბლატი, მომღერალი: „ძალიან კარგია, რომ ურეკში ჩამოსვლის საშუალება მომეცა, აქ პირველად ვარ, მაქვს არაჩვეულებრივი განწყობა. ძალიან აქტიური და კარგი მსმენელი დაგვხვდა“.
„ძალიან მაგარი კონცერტი იყო, არ ველოდით. რუსთავიდან ჩამოვედი ოჯახთან ერთად, კარგად ვისვენებთ. ფოიერვერკიც სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა“, – აღნიშნა დამსვენებელმა რუსთავიდან.
ღონისძიება, რომელიც მიზნად გურიის ტურისტული კერების პოპულარიზაციას ისახავს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.

11873406_1178704352145553_2557379456654711379_n

11892244_1178704318812223_406048613813965315_n

11899819_1178704328812222_6336021458547245388_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები