“დიდუბე-2014”-სა და მარტვილის საფეხბურთო სკოლის ბავშვებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა

მარტვილის რაიონში მურთაზ ხურცილავას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, ლადო ძნელაძის ინიციატივით დაარსებულ ბავშთა საფეხბურთო კლუბ ,,დიდუბე-2014’’-სა და მარტვილის საფეხბურთო სკოლის ბავშვებს შორის ამხანაგური შეხვედრა გაიმართა, რომელიც ანგარიშით 4-2 ადგილობრივი გუნდის ფეხბურთელების გამარჯვებით დასრულდა.
მატჩის ბოლოს მარტვილის მუნიციპალიტეტმა და ასევე საფეხბურთო სკოლის წარმომადგენლებმა დიდუბის რაიონის გუნდის ფეხბურთელებს საჩუქრად მეგობრობის თასი გადასცეს.
ამხანაგური შეხვედრის დასრულების შემდეგ მასპინძლრებმა სტუმრებისთვის კულტურულ-შემეცნებითი ტური მოაწყვეს, რომლის ფარგლებში ბავშვები ნავებით გაასეირნეს და მარტვილის კანიონები დაათვალიერებინეს.
,,მივესალმები მსგავს ინიციატივებს, რადგან ვფიქრობ, ასეთი ღონისძიებები ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია.
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო რაიონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, განსაკუთრებით კი რაიონის გამგებელს ალექსანდრე გირიგალავას, რომლებმაც ჩვენს ბავშვებს კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე აჩუქეს’’,-განაცხადა ლადო ძნელაძემ.
მარტვილის რაიონში გამართულ ამხანაგურ მატჩს დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ლადო ძნელაძის გარდა მარტვილის მუნიციპლიტეტის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა, ამავე რაიონის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე გაბისონია, თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ ქაჯაია და ასევე კლუბის ,,დიდუბე-2014’’-ის პრეზიდენტი ლაშა მიმინოშვილი დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები