შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებსა და ტურისტებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ბარისახოსა და მუცოს მიმართულებით გადაადგილებისაგან – ამის შესახებ შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„ამინდის გაუარესების გამო ადიდებულმა მდინარე არღუნმა სოფელ ხონისჭალასთან მისასვლელი საავტომობილო ხიდი წაიღო, რის შედეგადაც სოფელ მუცოსთან დამაკავშირებელი გზა ჩაიკეტა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულნი არიან შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მეექვსე სამმართველოს (ბარისახო) პირველი სასაზღვრო სექტორის (მუცო) თანამშრომლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კახეთის რეგიონალური სამაშველო განყოფილების რამდენიმე ეკიპაჟი.

მაშველები მეწყრის შედეგად ჩახერგილი გზის გაწმენდით სამუშაოებს ინტენსიურად ახორციელებენ.

გზისა და ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაობის დასრულებამდე, შატილიდან სოფელ მუცოს მიმართულებით დროებით შეიზღუდა როგორც საავტომობილო, ასევე ფეხით გადამსვლელთა მოძრაობა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებსა და ტურისტებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ აღნიშნული მიმართულებით გადაადგილებისაგან“, – ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები