იძულებით გადაადგილებულ 50 ოჯახს იპოთეკური სესხის დასაფარად ფულადი დახმარება გაეწევა
იძულებით გადაადგილებულ 50 ოჯახს იპთეკური სესხის დასაფარად ფულადი დახმარება გაეწევა, – ეს გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტმა მიიღო.
დეპარტამენტმა დევნილთა ფინანსური დახმარების შესახებ გადაწყვეტილება დევნილი ოჯახების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, თითოეულ განაცხადის დეტალურად გადამოწების შედეგად მიიღო.
„კომისიის გადაწყვეტილებით, იმ დევნილ ოჯახებს, რომელთა მიმართაც მიღებულ იქნა დადებითი გადაწყვეტილება, იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით ფულადი დახმარება დაერიცხებათ შემდეგი პრინციპით: ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში (ეროვნული ვალუტის კურსით დაფარვის მომენტისათვის) აღებული სესხის დასაფარი თანხის ოდენობა თუ აღემატება 20 000 ლარს – დაერიცხებათ 20 000 ლარი, ხოლო, თუ დასაფარი თანხა ნაკლებია 20 000 ლარზე, დაერიცხებათ დარჩენილი თანხის ოდენობა.
საბოლოო მონაცემების შესახებ ინფორმაცია სამინისტროს ვებგვერდზე ვრცელდება“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.