„ფიფას“ წარმომადგენელი ბრაზილიაში ბიძინა ივანიშვილს მიმართავს
„ფიფას“ წარმომადგენელი ბრაზილიაში, “სუპორტინგ სპორტის“ ხელმძღვანელი პედრო კაბრალ სილვა ჟუნიორი საქართველოს საერთაშორისო საქველმოქმედო „ქართუ“ ფონდის დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს საქართველოში პელეს მოწვევის თაობაზე წერილით მიმართავს.
„საქართველოს საერთაშორისო საქველმოქმედო „ქართუ“ ფონდის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს „არგენტინის სახლის საქართველოში“ თავმჯდომარის, ბატონ ნიკოლოზ პატარქალიშვილის მიერ ინფორმირებულნი ვართ რიო-დე – ჟანეიროში, ბრაზილიაში (რომელიც აგრეთვე, ბრაზილიის „სუპორტინგ სპორტის“ წარმომადგენელია საქართველოში). ა/წ 19 ივნისს წერილი გამოაგზავნა საქართველოს საერთაშორისო საქველმოქმედო „ქართუ“ ფონდში, – თქვენს სახელზე, რომელმაც გთხოვათ თქვენი პატრონაჟით ჩატარდეს „პელეს თასზე“ ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელების, მიხელის მესხისა და სლავა მეტრეველის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: არგენტინის, ბრაზილიის, ურუგვაისა და საქართველოს (21) წლამდე ახალგაზრდული ნაკრები გუნდები პელეს თანდასწრებით, ა/წ 26 ნოემბერსა და 5 დეკემბერს შორის.
აგრეთვე, ბატონმა ნიკოლოზ პატარქალიშვილმა გთხოვათ, თქვენი პატრონაჟით შეიქმნას 5-ფიგურიანი სკულპტურული კომპოზიცია, 1965 წელს ბრაზილიისა და სსრ კავშირის ნაკრებ გუნდებს შორის ამხანაგური თამაშის შემდეგ გადაღებული ფოტოს მიხედვით (რომელზეც აღბეჭდილნი არიან: გიორგი სიჭინავა, სლავა მეტრეველი, პელე, ანზორ კავაზაშვილი და მიხეილ მესხი) და ტურნირის დღეებში რიოს კარნავალში მონაწილე ბრაზილიის მულატ ქალთა ანსამბლის მოწვევა. ბატონ ედსონ არანტეს დო ნასიმენტოს, პელეს მოწვევასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ პირველ რიგში, რიო- დე- ჟანეიროში სასწრაფოდ უნდა ჩამოვიდეს ტურნირისა და ღონისძიებების ორგანიზატორი, ბ–ნი ნიკოლოზ პატარქალიშვილი ხელშეკრულების გასაფორმებლად, რათა პელეს დღიურში გაწერილი იქნას მისი მოწვევის ვადები საქართველოში.
ჩვენი მხრივ, იმედეს გამოვთქვამთ, რომ ბატონი ნიკოლოზ პატარქალიშვილის პროექტის განხორციელების შემთხვევაში, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებულია ტურნირის დღეებში ბრაზილიელი ტურისტების ვიზიტი და სავაჭრო–ეკონომიკური ფორუმის ორგანიზება ბრაზილიელი ბიზნესწრეების მონაწილეობით, აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს მეგობრული, სავაჭრო–ეკონომიკური, კულტურული, სპორტული და სხვ.. ურთიერთობების განვითარებას ბრაზილიას, მერკოსურის ქვეყნებსა და საქართველოს შორის. ვსარგებლობთ შემთხვევით, რათა მოგესალმოთ დიდი პატივისცემით, „ფიფას“ წარმომადგენელი ბრაზილიაში, პედრო კაბრალ სილვა ჟუნიორი“,-აღნიშნულია წერილში.