მერიამ ქუჩების დასახელებისა და ნუმერაციის აღმნიშვნელი აბრების განთავსებასთან დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა

თბილისის მერიამ დედაქალაქის მასშტაბით ქუჩების დასახელებისა და ნუმერაციის აღმნიშვნელი აბრების განთავსებასთან დაკავშირებით დღეს ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ქუჩების დასახელებისა და ნუმერაციის აღმნიშვნელი დაზიანებული აბრების აღდგენა, ძველი აბრების დემონტაჟი და ახლით ჩანაცვლება.

ტენდერის მოცულობა 120 000 ლარია. სამუშაოების დასრულების ვადა 15 დეკემბრამდე განისაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები