ბათუმის საავადმყოფოში პაციენტთა უმრავლესობა ნორო – ვირუსის ინფექციით არის დაავადებული

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში პაციენტთა გახშირებული მიმართვიანობა ნორო – ვირუსს უკავშირდება, – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი პაატა იმნაძე.

მისი თქმით, შემთხვევების მომატება ნორო ვირუსებს უკავშირდება და ჰიგიენის წესების მკაცრ დაცვას საჭიროებს.

იმნაძის ინფორმაციით, აღნიშნული ინფექციებით დაავადების მიზეზი, ძირითადად, დაუბანელი ხელებია.

“ძნელია ბავშვებს ჰიგიენის წესები დააცვევინო, როდესაც ამდენი ბავშვი პლაჟზეა. მთავარია ხელების დაბანა ჭამის წინ. ინფიცირებულებმა ბევრი სითხე უნდა მიიღონ. ზოგიერთ შემთხვევებში შესაძლოა, პაციენტს გადასხმაც დასჭირდეს. გულის რევით, პირღებინებით ან ფაღარათით იწყება და დაავადება დაახლოებით ორი დღე გრძელდება. არაფერი არაჩვეულებრივი არ ხდება. ეს არის ყოველ ზაფხულს. საშიში არაფერია. ჰიგიენური წესების მკაცრი დაცვაა საჭირო”, – დასძინა იმნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები