კანცელარიასთან აფხაზეთიდან დევნილებმა აქცია გამართეს
კანცელარიასთან აფხაზეთიდან დევნილებმა აქცია გამართეს. შეკრების მონაწილეები ვაშლიჯვარში მდებარე ყოფილი გეოფიზიკის ლაბორატორიის შენობიდან გამოსახლებას აპროტესტებენ.
იძულებით გადაადგილებული 40 ოჯახი შენობაში 1992 წლიდან ცხოვრობს. მათი ინფორმაციით, გოძიაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობა ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაა.
დევნილები მთავრობას ამ ფართების დაკანონებას სთხოვენ.