მსოფლიოს ტოპდიჯეი ანაკლიის სცენაზე – „სი-ენ-ენის“ სიუჟეტი Gem fest-ის შესახებ (ვიდეო)

ანაკლიაში 30 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით გამართულ ელექტრონული მუსიკის ფესტივალს უცხოური მედიაც გამოეხმაურა. ანაკლია „სი-ენ-ენის“ ობიექტივში საკმაოდ პოზიტიური სიუჟეტით აღმოჩნდა. გადამღები ჯგუფი სამეგრელოს ზღვისპირა სოფელში 31 ივლისს ოფიციალურ გახსნას დაესწრო, როდესაც სპეციალურად ფესტივალისთვის დამონტაჟებულ ფერად სცენაზე ლეგენდარული ჰოლანდიელი დიჯეი, „ტრანსის მეფედ“ წოდებული, არმინ ვან ბიურენი დადგა. მსოფლიოში მრავალჯერ ნომერ პირველ დიჯეიდ დასახელებული ბიურენის სტუმრობა ანაკლიისთვის ამერიკულმა ტელეარხმა ქართული მუსიკალური სცენისთვის გარდამტეხ მომენტად შეაფასა.
სიუჟეტში ასევე საუბარია ანაკლიაზე, როგორც პოლიტიკური მნიშვნელობის ადგილზე, რომელიც აფხაზეთს ესაზღვრება და Gem fest-ზე – მასშტაბურ ელექტრონულ ფესტივალზე, რომლის მსგავსიც არასდროს ჩატარებულა საქართველოს ტერიტორიაზე. „სი-ენ-ენთან“ საუბრისას, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის წარმომადგენელი ალექსანდრე ბაგრატიონი აღნიშნავს, რომ მუსიკას ყოველთვის უფრო მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე პოლიტიკასა და იარაღს და სწორედ ამიტომ, აფხაზებს ჰქონდათ საშუალება, Gem fest-ს უფასოდ დასწრებოდნენ. როგორ მივიდა საქართველო 4000-წლოვანი სიმღერებიდან თანამედროვე ელექტრონულ მუსიკამდე, „სი-ენ-ენი“ ამის შესახებ მთელ მსოფლიოს უყვება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები