მერიის წარმომადგენლებმა ვერეს ხეობაში არსებული წყალგამტარი გვირაბები დაათვალიერეს
თბილისის მერის მოადგილემ გიორგი სოლომონიამ, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ, საპროექტო კომპანიებმა და ექსპერტებმა გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩების დამაკავშირებელ გზაზე არსებული წყალგამტარი გვირაბები დაათვალიერეს.
გვირაბები, რომელშიც გზის ამ მონაკვეთზე მდინარე ვერე მიედინება, 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანდა. დაზიანებული გვირაბების ნაწილის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დაიწყება, მეორე ეტაპზე დარჩენილი გვირაბები შეკეთდება.
საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მდინარე ვერეზე სულ 7 გვირაბია აშენებული, აქედან 6 ექვემდებარება რეაბილიტაციას, მეშვიდე გვირაბის ნაცვლად ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.