პროკურორი არ აკონკრეტებს, დაუჭერს თუ არა მხარს სპეცრაზმელების გათავისუფლების შუამდგომლობას

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე 15:00 საათზე ჩანიშნულ პროცესზე დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას, რომ სპეცრაზმელებს აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა თავდებობით შეეცვალოთ.
ბრალდებული რიგითი სპეცრაზმელების ადვოკატები არ აკონკრეტებენ, ვინ უდგება თავდებში რიგით სპეცრაზმელებს. ადვოკატის თქმით, ჯერჯერობით დაცვის მხარისთვის უცნობია, დაუჭერს თუ არა პროკურატურა მხარს მის შუამდგომლობას.
თავის მხრივ, პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, დაუჭერს თუ არა მხარს რიგითი სპეცრაზმელების პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობას.
“ჩვენ მოვისმენთ შუამდგომლობას, თუ რა არგუმენტებზე დაყრდნობით აქვს დაცვის მხარეს მომზადებული და ამის შემდეგ დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას”, – განაცხადა პროკურორმა.
კორტების სპეცოპერაციის საქმეზე თავდაპირველად 12 პირს წარუდგინეს ბრალდება, შემდეგ ხელმძღვანელი პირების საქმიდან რიგითი სპეცრაზმელების საქმე ცალკე წარმოებად გამოეყო. რიგითმა სპეცრაზმელებმა, როგორც ცნობილია, მათ წინააღმდეგ საქმის ფარგლებში, ასევე ხელმძღვანელი პირების საქმეზე, ირაკლი ფირცხალავას, კახა ნაკანის და კიდევ რამდენიმე პირის მამხილებელი ჩვენებები მისცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები