საქალაქო სასამართლოში ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის განხილვა გრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის განხილვა გრძელდება.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის ხუთი მოწმის დაკითხვა და მათივე მტკიცებულებების გამოკვლევა იგეგმება.
ექსპერტები განახლებული გამოძიებისა და ასევე, 2006 წლის მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატრებული საექსპერტო კვლევების შესახებ ისაუბრებენ. საუბარია პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე პროცესზე. მათ განზრახ მკვლელობაში, მისი ორგანიზებისა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციაში ადანაშაულებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები