მწყერზე უკანონოდ ნადირობის ორი ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ცენტრალური სამმართველოს შიდა ქართლის სამსახურმა უკანონო ნადირობის ორი ფაქტი გამოავლინა. ორივე შემთხვევაში სამართალდამრღვევებმა ნადირობის სეზონის დაწყებამდე მოახდინეს მწყერის მონადირება. ერთი შემთხვევა გორის რაიონის სოფელ ციცაგიანთკარის ტერიტორიაზე არსებულ მინდორში, მეორე კი ამავე რაიონის სოფელ ქვეშში მოხდა.