ნადირობის წესების დარღვევის ორი ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს შიდა ქართლის სამსახურმა ნადირობის წესების დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინა.
სამართალდამრღვევი სოფელი რუისის მიმდებარედ არსებულ მინდორში ნადირობდა. მან ვერ წარმოადგინა გადამფრენ ფრინველზე ნადირობისთვის განსაზღვრული მოსაკრებელი ქვითარი. რაც შეეხება მეორე შემთხვევას, მოქალაქე სოფელ არაშენდას მიმდებარე ტერიტორიაზე ნადირობდა მწყერზე. მას თან ჰქონდა არარეგისტრირებული გლუვლულიანი თოფი. ამასთან, სამართადამრღვევს არ გააჩნდა გადამფრენ ფრინველზე ნადირობის მოსაკრებელი ქვითარი.