“ლოკარნოს” კინოფესტივალზე ქართველმა რეჟისორმა წარმატებას მიაღწია

“ლოკარნოს” კინოფესტივალზე ქართველმა რეჟისორმა წარმატებას მიაღწია

ქართველი რეჟისორი კინოფესტივალ “ლოკარნოს” გამარჯვებული გახდა. დათა ფირცხალავას მოკლემეტრაჟიანი ფილმი “მამა” ფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციაში იყო წარდგენილი, სადაც რეჟისორმა გრან-პრი მოიპოვა.

ფილში ორ ახალგაზრდაზე მოგვითხრობს, თუ როგორ ცხოვრობენ და რა გამოცდებს უმკლავდებიან 90-იან წლებში. ფილმი ეროვნული კინოცენტრის გამარჯვებული პროექტია. პრემიერა 1 ივლისს კინოთეატრ “ამირანში” შედგა.

“ლოკარნოს” კინოფესტივალი შვეიცარიის ქალაქ ლოკარნოში 1946 წლიდან იმართება და ცნობილია, როგორც აღმოჩენების ფესტივალი. მრავალი კინორეჟისორის თუ მსახიობის წარმატებული კარიერა სწორედ ლოკარნოში დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები