„ბლიკ 2015“-ის ფარგლებში სვენ მარქუარდის ფოტოგამოფენა გაიმართა
ბერლინის ყველაზე პოპულარული ღამის კლუბის „ფეის კონტროლი“ თავი ნამუშევრებთან ერთად ბათუმშია.
14 აგვისტოს, ბათუმში, არტ-გალერეა „შუშის სახლში“ სიტი საუნდის პროექტის „ბლიკ 2015“-ის ფარგლებში ცნობილი გერმანელი ფოტოხელოვანის, სვენ მარქუარდის, ფოტოგამოფენა “FOTOGRAFIEN” გაიხსნა. გამოფენაზე ფოტოგრაფის მნიშვნელოვანი ნამუშვერები იყო წარმოდგენილი. ზღვისპირა ქალაქის მაცხოვრებლებსა და დამსვენებლებს გამოფენაზე სტუმრობა ბლიკ ფესტის ფარგლებში 19 აგვისტომდე შეეძლებათ, ფოტოგრაფის მოყვარულებს და ელეტრონული მუსიკის მსმენელებს, თუ უბრალოდ ცნობისმოყვარეებს თავად სვენ მარქუარდი უმასპიძნლებთ.
ხელოვნური შუქის გარეშე გადაღებული შავ-თეთრის ფოტოების კოლექცია, ელექტრონულ მუსიკაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახე და ბერლინის ყველაზე პოპულარული ღამის კლუბის „ფეის კონტროლი“ თავი ნამუშევრებთან ერთად ბათუმშია.
„ჩემი სახელია სვენ მარქუარდი და თითქმის 20 წელია ბერლინის კლუბების კარებთან ვმუშაობ,“ – აცხადებს ფოტოხელოვანი.
„მაპატიეთ, მაგრამ დღეს არა“ – სიტყვები, რომელიც სვენ მარქუარდის კლუბის შესასვლელთან ხშირად უთქვამს, „შუშის სახლში“ მოსულ სტუმრებს არ მოუსმენიათ, ამ დღე ის ფოტოგამოფენის მასპინძელი იყო.
სვენ მარქურადმა ფოტოგრაფია აღმოსავლეთ ბერლინში შეისწავლა, კლუბის შესასვლელთან კი, პირველად 90-იან წლებში აღმოჩნდა, როდესაც ბერლინის კედელი დაინგრა და თავი ამოყო ქალაქში, სადაც ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო. ის პირველ საქმიანობასთან დააბრუნა. მან კლუში გათენებული ღამეების შემდეგ დღის სამუშაო გააგრძელა და კოლეგების გადაღება დაიწყო – „ფოტოები ფეის-კონტროლის სერიიდან“.
„ჩემი ფოტოები განვითარდა 1984 წლის შემდეგ. ეტაპობრივად გავიზარდე. მაგრამ კონკრეტული ვიზუალური ენა და მანერა იგივე დარჩა. ჩემი ფოტოგრაფია პარალელური სამყაროა – ჩემი გრძნობების რეჟისურა. ეს არის ჩემი ხედვა და დამოკიდებულება. რადგან აღმოსავლეთ ბერლინში, ერთ-ერთ დრამატულ ქალაქში დავიბადე, ფოტოებიც ამიტომაც არის ყოველთვის შავთეთრი და მელანქოლიური. ჩემი ერთი პროფესია მეორეს ყოველთვის ეხმარება. ფოტოგრაფიამ, პორტრეტებმა ადამიანების სახე შემასწავლა, რასაც კლუბის შესასვლელთან ფეის კონტროლისთვის ვიყენებდი,“ – აღნიშნავს ფოტოგრაფი.
„ბერლინი ელექტრონული მუსიკის ყველაზე ცნობილი ქალაქია. ამ ქალაქში ყველაზე ცნობილი კლუბის ყველაზე ცნობადი სახე, რომელიც წყვეტს ვინ შევიდეს კლუბში და ვინ არა, თავის ნამუშევრებთან ერთად დღეს ბათმშია. ჩვენ გადავწყვიტეთ ელექტრონული მუსიკის ქართველი მსმენელისთვის სვენი სხვა კუთხით, როგორც ფოტოხელოვანი გაგვეცნო,“ – ფოტოგამოფენის ორგანიზატორი, „სითი საუნდის“ წარმომადგენელი გიორგი ჭუბაბრია.
ცნობილია, რომ სვენ მარქუარდი თავად კლუბური სცენის ლეგენდაა და მისი შემოქმედება ტექნო-კულტურის განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, ფოტოგამოფენა “FOTOGRAFIEN“ ელექტრონული მუსიკის დღეების პერიოდში გაიმართება, რაც მის ხელოვნებას ორგანულად მიესადაგება.
სვენ მარქუარდი დაიბადა 1962 წელს. მან ფოტოგრაფიის კარიერა ადრეულ ოთხმოციან წლებში, აღმოსავლეთ ბერლინში დაიწყო. Deutsche Film-Aktiengesellschaft-ში (DEFA) კამერის ასისტენტობის და ფოტოგრაფიის შესწავლის შემდეგ, მარქუარდის პირველი პუბლიკაციები Der Sonntag-სა და Das Magazin-ში გამოჩნდა. 1985-1986 წლებში, სვენ მარქუარდი რუდოლფ შეფერის ასისტენტად მუშაობდა, რომელიც აღმოსავლეთ გერმანიის ფოტოგრაფების წრეში გამოჩენილი ფიგურა იყო.
მოგვიანებით მან მუშაობა მოდის ჟურნალ Sibylle-ში დაიწყო, პარალელურად იგი დაკავებული იყო მოდის სპექტაკლის “Allerleirauh-ს“ (1987–1989) მონაწილეების ფოტოსესიით და შავ-თეთრ ფერებში აღბეჭდავდა აღმოსავლეთ ბერლინის პრენცლაუერ ბერგის რაიონს.
ბერლინის კედლის ნგრევის შემდგომ ის გაერთიანებულ ბერლინში მზარდი ქლაბინგის ტრენდს აყვა და შთაბეჭდილებები გამოფენებში წარადგინა, რომელთა შორის იყო „დადგმული ფოტოგრაფია“ Levi’s-ისთვის ბერლინის მოდის კვირეული და სხვადასხვა ფოტოსესიები “Qvest” ან “Front” ჟურნალების პუბლიკაციებისთვის. 2007 წლიდან სვენ მარქუარდტმა დიდი წვლილი შეიტანა Berghain OstGut Ton-ის მუსიკალურ ლეიბლში. მან უამრავ ფოტოგამფოენებში მიიღო მონაწილეობა.