მარტვილში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდამრღვევი მარტვილის რაიონის სოფელ გაჭედილის ტერიტორიაზე საკუთარი სატვირთო ავტომანქანით გადაადგილდებოდა, რომლის ძარაზეც განთავსებული ჰქონდა წიფლის სახეობის საშეშე მერქანი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა გადამოწმების მიზნით აღნიშნული სატვირთო მანქანა გააჩერეს. მძღოლმა მათ ხე-ტყის წარმოშობის ვადაგასული დოკუმენტი წარუდგინა.
სამართალდამრღვევის მიმართ გატარდა კანონით განსაზღვრული ღონისძიებები.