ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე, ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის გამოსატანად გავიდნენ
თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულების – კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას სასამართლო პროცესი დასრულდა. ამ წუთებში ნაფიცი მსაჯულები სათათბიროდ გავიდნენ.
ნაფიც მსაჯულებს კანონით განსაზღვრული – 3 საათი ვადა აქვთ, ამ დროში ერთხმად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ დამატებით 6-საათიანი დრო ეძლევათ, რომლის ფარგლებშიც 8 ხმით, ოთხის წინააღმდეგ უნდა მიიღონ ვერდიქტი.
თუ მათ აღნიშნული დრო ისევ არ ეყოფათ, მათ დამატებით კიდევ სამსაათიანი ვადა განესაზღვრებათ, 12- საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ მოსამართლე განუსაზღვრავს ნაფიც მსაჯულებს დამატებით გონივრულ დროს ან მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ საქმეზე ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობა შეირჩეს.