ხობში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისში ერთ -ერთი შპს-ს მიერ ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდამრღვევმა, სალიცენზიო კოორდინატების საზღვრებში, 60 მ2 ფართობზე პლატფორმის მოსაწყობად, კირქვის მოპოვების შედეგად დარჩენილი ფუჭი ქანები დაყარა 5მ3 მოცულობით, რითაც აღნიშნული ტერიტორია მყარი სამშენებლო ნარჩენებით დააბინძურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები