ჟვანიას საქმეზე დაცვისა და ბრალდების მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წაიკითხეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულის – კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას წინააღმდეგ საქმეზე დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს.
აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულებმა და დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვები წაიკითხეს.
სხდომაზე, პროკურორებმა მოწმეების ჩვენებები გაიხსენეს და ასევე ის ფოტომასალა წარმოადგინეს, სადაც ზურაბ ჟვანიას სხეულზე დაზიანებებია ასახული.
ასევე პროკურორებმა ნაფიც მსაჯულებს მოუწოდეს, რომ კანონის უზენაესობის პრინციპებით იხელმძღვანელონ გადაწყვეტილებების მიღებისას.
პროკურორმა დასკვნითი სიტყვით გამოსვლა ზურაბ ჟვანიას ვიდეოგამოსვლით, – “მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი”, – დაასრულა. რაც შეეხება დაცვის მხარეს, სასამართლოზე კანონის უზენაესობის აღსრულებაზე ისაუბრა. დასკვნით სიტყვაში ადვოკატები შეახსენებდნენ ნაფიც მსაჯულებს, რომ დღეს არ ხდება ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის განხილვა და უნდა შეფასდეს ის გარემოებები, რომლებიც უკავშირდება დაცვის წევრების საქმიანობას და იმას, გახდა თუ არა მათი მოქმედება გარდაცვალების მიზეზი. აღნიშნულ საქმეზე ამ დროისთვის შესვენებაა გამოცხადებული. შესვენების დასრულების შემდეგ უშუალოდ ბრალდებულებს მიეცემათ ბოლო სიტყვის თქმის საშუალება. ნაფიცმა მსაჯულებმა საქმეზე ვერდიქტი შესაძლოა, დღეს გამოიტანონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები