საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა (ვიდეო)

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი, მალხაზ დ. დააკავეს.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სასაფლაოების მოწყობისათვის სათანადო ნებართვის მოპოვებაში დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 1000 ლარი.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები