ხე-ტყით უკანონოდ სარგებლობის ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყით უკანონოდ სარგებლობის ფაქტი გამოავლინეს. ადიგენის რაიონის სოფელ ხევაშენში აღმოჩენილი იქნა უკანონოდ მოპოვებული 108 ცალი 3მ სიგრძის მრგვალი მორი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შედგა შესაბამისი აქტი.