შსს-ს თანამშრომლებმა ძარცვის ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს

7 და 12 აგვისტოს გურჯაანში მომხდარი ძარცვის ორი ფაქტი გახსნილია. 13 აგვისტოს სოფელ ჩუმლაყში დაკავებულ იქნა 2000 წელს დაბადებული ლუკა ბ., რომელმაც აღიარა ჩადენილი დანაშაული.

ორივე ხელჩანთა ამოღებულია ნივთმტკიცებად და გატაცებული თანხის ნაწილი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით (ყაჩაღობა) მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ყაჩაღობას და თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები