ირაკლი ალასანია პროკურატურისგან დაკითხვას ითხოვს

    თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია ითხოვს, რომ პროკურატურამ დაჰკითხოს. როგორც ალასანიამ ტელეკომპანია „რუსთავი2“ -ის გადაცემა „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, 2 თვეა ელოდება პროკურატურას, თუმცა იგი დღემდე არ დაკითხულა. ალასანიამ, მიზეზად საქმეში მტკიცებულებების არარსებობა დააასახელა.„პროკურატურას 2 თვეა ველოდები და არ დავუკითხივარ. 5 უდანაშაულო ადამიანი იმიტომ ზის იქ, რომ ჩემზე უნდოდათ პოლიტიკური იერიშის მიტანა და ჩემი დისკრედიტაცია. პრკურატურა ჭიმავს პროცესს, რადგან ხელში არაფერი არ აქვთ და ცდილობენ, ახალი რამე მოიფიქრონ. მე მირჩევნია, მე ვიჯდე იმ ადამიანების ადგილას. ეს მძიმეა ჩემთვის. მოვითხოვ, რომ მე დავიკითხო,“ – განაცხადა ალასანიამ.
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ სასამართლო პროცესზე ყველაფერი გაირკვევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები