მოსკოვში ქართველი “კანონიერი ქურდი” დააკავეს
რუსეთი, კერძოდ კი მოსკოვში ე.წ. კანონიერი ქურდი ქართველი სერგო ჩიხლაძე, მეტსახელად “სამტრედსკი” დააკავეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია რუსეთის კრიმინალური საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება.
მათივე ინფორმაციით, მას პირადი ჩხრეკის დროს, 2 გრამი გაურკვეველი წარმოშობის ნივთიერება აღმოუჩინეს. ექსპერტიზის დასკვნით, ნივთიერება ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი აღმოჩნდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, სერგო “სამტრედსკი” ტარიელ ონიანის კლანის წევრია, რომელიც “დედ ჰასანის” მაფიური დაჯგუფების კონკურენტად მიიჩნეოდა.