ჩინეთში აფეთქებების დროს 44 ადამიანი დაიღუპა
ჩრდილოეთ ჩინეთის რეგიონში, ქ. ტიანძინში ორი მძლავრი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 44 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას “ბი-ბი-სი” ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 12 მეხანძრეა, დაშავებული კი 500-ზე მეტია.
“ბი-ბი-სი”-ის ცნობით, ადგილობრივი მთავრობა შიშობს, რომ გარდაცვლილების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.
აფეთქებები ქიმიური ნივთიერებების საწყობში მოხდა. შედეგად დაზიანდა და დაიწვა ახლოს მდებარე შენობა-ნაგებობები და ასობით ავტომობილი.
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი შესაბამის სამსახურებს მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ ნანგრევებში მოყოლილი და დაშავებული ადამიანები გადაარჩინონ. შემთხვევის ადგილას მეხანძრეები და მაშველები ამ დრომდე მუშაობენ.